პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების — ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სამივე ბრალდებული აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების - ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას სამივე ბრალდებული ესწრება. სამივე მათგანის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი იხილავს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები