თორნიკე ფაღავა: არასოდეს, არცერთ "ქართული ოცნების" მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უთქვამს, რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ
2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში“.
ჟურნალისტის კითხვაზე - ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა, რომ არასოდეს, არცერთ "ქართული ოცნების" მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უთქვამს, რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ.
თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში“. პარლამენტში სწორედ მდინარაძის ადგილის გათავისუფლების შემდეგ შევიდა თორნიკე ფაღავა. მამუკა მდინარაძემ პარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც ის მთავრობამ „სუსის“ უფროსად აირჩია.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…