მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველო 2036 წლისთვის ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ, 11,5 ათას მგვტ-მდე გაზრდას გეგმავს, განაცხადა რუმინეთში მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივისთვის ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ინიციატივით დაწყებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, უზრუნველყოფს საქართველოს ფიზიკურ დაკავშირებას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ქართული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას და საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის, პოტენციალის გაძლიერებას
„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩემმა ქვეყანამ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამ სულისკვეთებით, ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის. ამასთანავე, მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივად უმნიშვნელოვანეს პროექტთან ერთად, ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის ზრდის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და სექტორის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებისა და მსხვილი პროექტების შესახებ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მინისტერიალში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პროექტის მიმდინარე სტატუსი, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
13 სტატიასაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: „ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება
მარიამ ქვრივიშვილი: გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…