ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 25 ნოემბერს დებატები გაიმართება
25 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები რეზოლუციის პროექტზე სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს შედგება.

25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.
ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული.
რეზოლუციის პროექტზე, „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…