რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
ბუქარესტში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება, სადაც ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის მარიამ ქვრივიშვილი, 22 მილიარდ ევროდ შეფასებული პროექტის კვლევის შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

ბუქარესტში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მინისტერიალი იმართება. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Trend წერს, მონაწილე ქვეყნები [აზერბაიჯანი; საქართველო; რუმინეთი და უნგრეთი] პროექტის მიმდინარე პროგრესს განიხილავენ და სამომავლო ნაბიჯებს შეათანხმებენ.
მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც მიიღებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. ყურადღება ასევე დაეთმობა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.
"მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ არის ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის პროექტი, რომელშიც ოთხი სახელმწიფოა ჩართული. პროექტი ითვალისწინებს ჯამში 3.9 გიგავატი (GW) სიმძლავრის გადამცემი დერეფნის შექმნას, რომელიც შედგება სამი ხაზისგან [თითოეული 1.3 GW სიმძლავრის]. სრულ გამტარუნარიანობას დერეფანი 2040 წლისთვის მიაღწევს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეფასებულია 22 მილიარდ ევროდ, საიდანაც 14.3 მილიარდი ევრო ელექტროენერგიის გადამცემ ინფრასტრუქტურას მოხმარდება, ხოლო 7.8 მილიარდი - განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრეებს.
სპეციალურად ამ პროექტისთვის ბუქარესტში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოც (GECO) შეიქმნა, რომელშიც 25-25%-იან წილებს ფლობენ ოთხივე ქვეყნის ეროვნული ოპერატორები, მათ შორის საქართველოს - სახელმწიფო ელექტროსისტემა. პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ოთხი წლის წინ შედგა. კერძოდ, 2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება გაფორმდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიასაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი: „ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…