პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის რეგიონული თანამშრომლობისთვის, ხოლო ქვეყნის პრიორიტეტი გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაა.

მარიამ ქვრივიშვილი: გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის
იმედინიუსი

ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დამატებითი განახლებადი ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაციისა და რეგიონული ელექტროენერგიით ვაჭრობის გაფართოებისთვის.

„ამ ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის განახლებული მექანიზმების იმპლემენტაციის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ განახლებადი ელექტროენერგიის შიდა გენერაციის გაზრდას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონისა თუ ევროპული ბაზრებისთვის სუფთა ენერგიის მიწოდების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ უფრო ღრმა საფუძველს ქმნის რეგიონული თანამშრომლობისთვის.

„გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის. ეს ასევე ასახავს ჩვენს საერთო ვალდებულებას, ავაშენოთ უფრო მდგრადი, ურთიერთდაკავშირებული და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავალი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

რუმინეთში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობის გასაგრძელებლად.

„საქართველო მზად არის, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წასახალისებლად და ოთხი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 12ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  4. BM.GEოპოზიციურირუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
  5. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  6. რუსთავი 2სამთავრობოჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  8. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  9. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  10. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“
  11. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
  12. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება
  13. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები