პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი ბუქარესტში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების პროგრესსა და კვლევის შედეგებს განიხილავენ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
POSTV

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს.

მინისტერიალზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

ყურადღება დაეთმობა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას.

მინისტერიალში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.

საქართველოს ვიცე-პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე.

2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება.

დოკუმენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 9ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  4. BM.GEოპოზიციურირუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
  5. რუსთავი 2სამთავრობოჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  7. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  8. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  9. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“
  10. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები