პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა, სადაც ყურადღება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელსა და ოთხმხრივ სტრატეგიულ შეთანხმებაზე გამახვილდა.

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა. შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო - თურქეთის თანამშრომლობა ენერგეტიკის და ამ სექტორში ინვესტიციების მიმართულებებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში. მათ შორის, თანამშრომლობაზე ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტებზე. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებადი ენერგიის სექტორში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოსთან ერთად ხელს აწერენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები . აღნიშნული შეთანხმება რეგიონში ენერგეტიკული დაკავშირებადობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემასა და მიწოდებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია მონაწილეობდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა
  4. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას - „ერთიან ფანჯარაზე“ გადასვლის შემდეგ, საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24-იდან ერთ საათამდე შემცირდა. სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები