პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრ დიმიტრუ კისალიცას შეხვდა, სადაც მხარეებმა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი და მწვანე ენერგეტიკული დერეფანი განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
POSTV

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა რუმინეთში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ოთხმხრივი შეთანხმების მე-13 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმდინარე პროგრესს დაეთმო.

ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ელექტროგადამცემ სისტემებს დააკავშირებს და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ პროექტს უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მხარეებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 12ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  4. BM.GEოპოზიციურირუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
  5. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  6. რუსთავი 2სამთავრობოჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  8. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  9. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“
  10. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
  11. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება
  12. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის
  13. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები