პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უნგრეთის პრემიერი: უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებას არ უნდა უკავშირდებოდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებას არ უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა უნგრეთი კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.

უნგრეთის პრემიერი: უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებას არ უნდა უკავშირდებოდეს
იმედინიუსი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი არ ცვლის პოზიციას, რომლის თანახმადაც მომავალი წლისთვის უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, ხოლო თავად უნგრეთი კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მიერ შაბათს წარდგენილი ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას, მადიარმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება უნგრეთისთვის მიუღებელია. მან ასევე მოითხოვა, რომ საბიუჯეტო მოლაპარაკებები არ დაუკავშირდეს უკრაინის სამხედრო ძალისხმევის სამომავლო დაფინანსების შესახებ დისკუსიას.

„არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ბიუჯეტსა და უკრაინის დაფინანსებას შორის ურთიერთკავშირის საკითხი მოექცეს. უნგრეთის მთავრობის პოზიცია მკაფიოა: ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს. 27-მა წევრმა სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა მიაღწიოს შეთანხმებას და ეს შეთანხმება არ შეიძლება იყოს და არც იქნება დამოკიდებული რომელიმე სხვა შეთანხმებაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მან დასძინა, რომ უნგრეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

„უკრაინა კვლავაც მიიღებს იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლის იმედიც ომის მდგომარეობაში მყოფ ჩვენს მეზობელს ცივილიზებული ქვეყნის მხრიდან სრული უფლებით შეუძლია ჰქონდეს“, - აღნიშნა მადიარმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები