პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრ დიმიტრუ კისალიცას შეხვდა, სადაც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი და მწვანე ენერგეტიკული დერეფანი განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა. შეხვედრა რუმინეთში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ოთხმხრივი შეთანხმების მე-13 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმდინარე პროგრესს დაეთმო.

„ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ელექტროგადამცემ სისტემებს დააკავშირებს და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ პროექტს უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მხარეებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რათა განავითაროს ეკონომიკურად მიმზიდველი და გარემოსთვის უსაფრთხო ენერგეტიკული პროექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 10ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  4. BM.GEოპოზიციურირუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
  5. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  6. რუსთავი 2სამთავრობოჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  8. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
  9. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“
  10. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
  11. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები