პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა, სადაც 4000 მგვტ სიმძლავრის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე სამხრეთ კავკასიაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს (აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი), რომელიც 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას ითვალისწინებს.

აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ევროპულ ბაზრებთან დაკავშირებადობის განვითარებას.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს და სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა?
  2. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები