პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი: „რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ“

ნატო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის მაქსიმალისტური პოზიციის ფონზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გაიხსნას.

ემანუელ მაკრონი: „რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ“
POSTV

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას უჭერს მხარს.

ამის შესახებ მან ხუთშაბათს, ბერლინში, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თანათავმჯდომარეობით გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თემა 2022 წლის დასაწყისში, „სრულიად განსხვავებულ“ კონტექსტში გადაიდო გვერდზე, თუმცა არსებული ვითარება მიდგომის შეცვლას მოითხოვს.

ამასთან, მაკრონმა კიევის მოკავშირეებს მოუწოდა, გააკეთონ „მაქსიმუმი“, რათა უკრაინას საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.

„რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკრონი: რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიემანუელ მაკრონი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალურია, ემანუელ მაკრონიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები