პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევისას დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა — გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

ექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა
TV პირველი

ქვემო ფონიჭალაში კორუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების ნაწილი კლინიკებში არიან გადაყვანილები, ნაწილის გადაყვანა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ “პირველებს“ უთხრა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაახლოებით ერთი საათის წინ შემოსულია ჩვენ კლინიკაში დამწვრობით, ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის, მას აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87 % -ი , ამას ემატება სასუქნთი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მან მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული დიაგნოზია, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ - არიან დაშავებულები [ფოტო]წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები