პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ

ნატო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ, რადგან მისი ალიანსში ყოფნა საერთო ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვისაა მიზანშეწონილი.

ემანუელ მაკრონი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ
ინტერპრესნიუსი

ვფიქრობ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ახლა შესაფერისი მომენტია.

„უკრაინა ძალიან კარგად შეიარაღებული ქვეყანა იქნება, მრავალრიცხოვანი არმიით. ჩვენი ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვის მისი ნატო-ში ყოფნა მიზანშეწონილია“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, რუსეთს მშვიდობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს.

„თუმცა, შეთანხმებულია, რომ მშვიდობაზე სასაუბროდ სწორი ფორმატი უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპაა. გვესმის, რომ მომავალი კვირები უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომაკრონი: რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ
  2. POSTVსამთავრობოემანუელ მაკრონი: „რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ემანუელ მაკრონი: „რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები