პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რატომ უნდა იღებდეს ქართველი ჟურნალისტი ჯილდოს მოსკოვში, რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაკონკურსში?!” – ბერდია კალანდია

ჟურნალისტი ბერდია კალანდია აკრიტიკებს Georgian Times-ის ჟურნალისტ ია დანელიას მიერ მოსკოვში, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ორგანიზებულ კონკურსში ჯილდოს მიღებას და ამას ოკუპაციის ფონზე პასუხისმგებლობისა და ეროვნული ღირსების საკითხად აფასებს.

“რატომ უნდა იღებდეს ქართველი ჟურნალისტი ჯილდოს მოსკოვში, რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაკონკურსში?!” – ბერდია კალანდია
ალია

ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ძალები დგანან, ასობით ათასი ადამიანი კი საკუთარ სახლებს ვერ უბრუნდება.

ამ რეალობის ფონზე რატომ უნდა იღებდეს ქართველი ჟურნალისტი ჯილდოს მოსკოვში, რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაკონკურსში?!

განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურსი „პატიოსანი ხედვა“ რუსეთის შესახებ პოზიტიური გაშუქებისა და მასთან თანამშრომლობის თემებს ემსახურება, ორგანიზატორი კი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოა“.

აქ მხოლოდ ჯილდოს მიღების საკითხი არ არის. ეს არის პროფესიული პასუხისმგებლობის, ეროვნული ღირსებისა და ჟურნალისტური პრინციპების საკითხი.

ქართველ ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსებში, მაგრამ აქვს თუ არა მას უფლება, უგულებელყოს ის პოლიტიკური და ისტორიული რეალობა, რომელშიც საკუთარი ქვეყანა ცხოვრობს?

Georgian Times-ის ჟურნალისტმა ია დანელიამ მოსკოვში ჟურნალისტური კონკურსი მოიგო | რუსული მედიის ინფორმაციით, ის საერთაშორისო მედიაპრემიის – „პატიოსანი ხედვა“ პრიზიორი გახდა და საპრიზო ადგილი დაიკავა ნომინაციაში „პროფესიული ხედვა: ჟანრული ჟურნალისტიკა“.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გამზარდია: პასუხისმგებელიც არავინ ყოფილა. ყველაფერი ხალხს ბრალდება. უქონელობაც ხალხს ბრალდება, უფულობაცწაიკითხე

უახლესი ამბები