პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალურია, ემანუელ მაკრონი

ნატო

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განიხილონ. ამავე დროს, ჯარედ კუშნერის თქმით, დონალდ ტრამპი მზადაა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა განიხილოს.

ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალურია, ემანუელ მაკრონი
რადიო თავისუფლება

„ვფიქრობ, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განვიხილოთ“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ბერლინში გამართული სამიტის შემდეგ. სამიტს ესწრებოდნენ უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების

ლიდერები ე.წ. „მსურველთა კოალიციის” წევრები , ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები უკრაინის საკითხებში.

ბერლინში მყოფ ევროპელ ლიდერებს ტრამპთან საუბარი ჰქონდათ, დასძინა მაკრონმა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტ ტრამპის ორ სპეციალურ წარმომადგენელს, ბატონ კუშნერს და ბატონი უიტკოფს, რომელთაც ამ სამიტის განმავლობაში ჩვენთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ“, განუცხადა მაკრონმაჟურნალისტებს.

ბერლინში ჟურნალისტებს აშშ-ის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა აცნობა, რომ ტრამპი მზადაა, განიხილოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემის საკითხი. Reuters-ის თანახმად, ჯარედ კუშნერის თქმით, ტრამპი ამისთვის მზად არის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. მანვე დასძინა, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს.

კუშნერმა ჟურნალისტებს უთხრა ასევე, რომ

ბერლინში, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული იმ კუთხით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები“, ისევე როგორც ომისშემდგომი კეთილდღეობის გეგმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი - რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები