მაკრონი: რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ
ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გაიხსნას.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას უჭერს მხარს.
ამის შესახებ მან ხუთშაბათს, ბერლინში, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თანათავმჯდომარეობით გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თემა 2022 წლის დასაწყისში, „სრულიად განსხვავებულ“ კონტექსტში გადაიდო გვერდზე, თუმცა არსებული ვითარება მიდგომის შეცვლას მოითხოვს.
ამასთან, მაკრონმა კიევის მოკავშირეებს მოუწოდა, გააკეთონ „მაქსიმუმი“, რათა უკრაინას საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.
„რუსული პოზიციის მაქსიმალისტური ბუნების ფონზე, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა გავხსნათ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…