ემანუელ მაკრონი - უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად, რადგან მისი ადგილი სრულად იქ არის. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინს მოლაპარაკებები არ სურს და ფსონი უკრაინის დაჩოქებაზე აქვს გაკეთებული.

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,ძვირფასო თანამოქალქეებო,
ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.
თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.
სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.
პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.
ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…
ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…
ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…