თამარ ბუჩუკური: არ ისუნთქა თავის თაიას წილი ჰაერი. წავიდა და დაუწერელი ანდერძი დაუტოვა 3 წლის გოგოს - უნდა გაიზარდოს, უთუოდ უნდა გაიზარდოს და ბედნიერი იყოს, დედის ნაცვლადაც ორადამიანად უნდა იცოცხლოს...
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. 3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის. 3 ადამიანს კვლავ ვეძებთ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა.

პარტია “კანონი და სამართლის” პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ბუჩუკური:
არ ისუნთქა თავის თაიას წილი ჰაერი. წავიდა და დაუწერელი ანდერძი დაუტოვა 3 წლის გოგოს - უნდა გაიზარდოს, უთუოდ უნდა გაიზარდოს და ბედნიერი იყოს, დედის ნაცვლადაც ორადამიანად უნდა იცოცხლოს...
პაწაწინა გოგომ ნანგრევებში, მტვერში და მომწამვლელ ჰაერში რვა საათი გაძლო, დედამ გააძლებინა, დედის გვერდით იყო და პატარა გული შიშით არ გაუსკდა... იმ ქვეყნიდანაც დაიცვა თაია. თაიამ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს აქ, დედამიწაზე. ეს რომ სცოდნოდა, ალბათ ვეღარ იბრძოლებდა გადარჩენენისთვის ძალებს გლოვაში განლევდა. თაიამ არ იცის, რომ მისი დედიკო ზეცაში წავიდა ნანგრევებიდან. თაიას დედა გვერდით რომ ჰყავდა და იქ ეგულებოდა, გადარჩა... იმედიანად იყო ცხედრის, მაგრამ დედის ცხედრის გვერდით, მერე გმირები მოვიდნენ და თაია სამშვიდობოს გამოიყვანეს, მაშველებმა უშველეს... იმ დროს მამიკო სამსახურში ჰყავდა... ახლა, მამიკოს გოგოდ დარჩა თაია დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი მფარველი ანგელოზი ზეცაში ეყოლება, ახლა თაიას დედა-ანგელოზი გზაშია ზეცისკენ...
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის. 3 ადამიანს კვლავ ვეძებთ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა.
თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 წლის ბავშვის დედა. მისივე თქმით, 3 წლის თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…