დავით მათიკაშვილი – ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მოცემულობაა, ევრობიუროკრატია ახალ წევრებს თანასწორუფლებიანის ნაცვლად დაქვემდებარებულ ურთიერთობებს სთავაზობს
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატია ახალ წევრებს თანასწორუფლებიანის ნაცვლად დაქვემდებარებულ ურთიერთობებს სთავაზობს და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას საბჭოთა კავშირის მოცემულობას ადარებს.

ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული მოცემულობაა. ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ეს გაერთიანება შეიქმნა, ნიველირებულია, რადგან თანასწორუფლებიანობა გამქრალია იმ მოცემულობიდან, რომელსაც ევრობიუროკრატია ახალ წევრებსა და კანდიდატ სახელმწიფოებს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, შეიძლება, მათ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ ახალ წევრებს არც კი ჰკითხონ აზრი, რაც პრინციპების სრული დარღვევაა.
„ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას როდესაც საბჭოთა კავშირის მოცემულობას ვადარებთ, ვგულისხმობთ იმას, რომ სულ უფრო მეტადაა მცდელობა, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები დაქვემდებარებულ ურთიერთობებად გარდაიქმნას. ევრობიუროკრატია ახალ წევრებს სწორედ ასეთ ურთიერთობას სთავაზობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…