4 ჰოსპიტალიზებულიდან ერთი მცირეწლოვანია - ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში კორპუსში მომხდარ აფეთქების შედეგად დაშავებულებს სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
სარჯველაძის თქმით, ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რომელთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების არაერთი ჯგუფი და პრაქტიკულად, ამ თვალსაზრისით შეფერხება არ იარსებებს. პრაქტიკულად, პირველივე წუთებიდანვე, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, ბუნებრივია, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. იდენტიფიცირებული არიან ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვის არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება. ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში. სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებებია. ყურადღების ქვეშ არის ყველა პაციენტი და იმის მიხედვით, როგორ განისაზღვრება თითოეულ მათგანთან მიმართებაში საჭიროება სამედიცინო დახმარების, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა სარჯველაძემ.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე - ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ
მიხეილ სარჯველაძე – ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი - მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულებზე
4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…