პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი

ტვ პირველი

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, ადგილობრივების ცნობით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვები. ოფიციალური მონაცემებით, კლინიკაში 4 პირია გადაყვანილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი
ინტერპრესნიუსი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.

რამდენიმე წუთის წინ კი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.

“ჩემი მეგობარია მოყოლილი, 57 წლის იქნება“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი [ნანგრევების] დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, - ამბობს მეორე თვითმხილველი.

„ორი ბავშვია მოყოლილი, პატარები“, - განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა პირმა ადგილზე.

როგორც ცნობილია, ფონიჭალაში კორპუსში, აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილია 4 პირი, მათ შორის მცირეწლოვანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურიფონიჭალაში ნანგრევებში ქალსა და ორ ბავშვს ეძებენ – გვერდით სადარბაზომაც ნგრევა დაიწყო
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქება მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები