პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრალდების მხარემ მიმდინარე პროცესებისას გამოიკვლია მტკიცებულებები, დავკითხეთ მოწმეები, რომლებსაც პირდაპირი და უშუალო შეხება ჰქონდათ დანაშაულებრივი საქმიანობისას მსჯავრდებულ ელისო კილაძესთან - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეუფარდა. კილაძე ბრალს არ აღიარებს, პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები მის დანაშაულებრივ საქმიანობას ადასტურებს.

ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. მანამდე პროცესზე კილაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას გულისხმობს.

როგორც საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, ბრალდების მხარემ საქმის ჩანაწერები და მასალები შეისწავლა, რომლებიც ადასტურებს ელისო კილაძის დანაშაულებრივ საქმიანობას:

"ბრალდების მხარემ მიმდინარე პროცესებისას მტკიცებულებები სრულად გამოიკვლია. ჩვენ დავკითხეთ მოწმეები, რომლებსაც პირდაპირი და უშუალო შეხება ჰქონდათ დანაშაულებრივი საქმიანობისას მსჯავრდებულ ელისო კილაძესთან. ასევე ჩვენ გამოვიკვლიეთ სხვა დოკუმენტური ხასიათის მტკიცებულებები, შევისწავლეთ მისი შემოსავლები, რაც ოფიციალურად უფიქსირდებოდა, დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულებრივი საქმიანობის დაწყების შემდგომ პერიოდში. ასევე შესწავლილი იქნა ორგანიზებული ჯგუფის კომპიუტერულ ტექნიკაში არსებული ინფორმაცია, ის შეჯერდა მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. ასევე სისხლის სამართლის საქმეში აუდიო ჩანაწერები არსებობდა, რომლის ნაწილიც რაღაც დოზით მედია საშუალებებში გარკვეული პერიოდი ჟღერდებოდა, თუმცა ჩვენ მიერ გამოკვლეული ჩანაწერი სრული სახის იყო.

ექსპერტმა დაადასტურა მისი ავთენტურობა, რომ მასზე არანაირი მონტაჟის კვალი არ არსებობდა, ასევე დაადასტურა ერთი მხრივ, ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რომ იყო მოსაუბრე და მეორე მხრივ, ელისო კილაძე. შესაბამისად, სასამართლომ ვფიქრობ ეს ყველაფერი ურთიერთშეაჯერა და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე რაც მოისმინეთ.

დიდი დანაშაულებრივი სქემა არსებობდა, თუმცა 2020-2023 წლების პერიოდზე ვსაუბრობთ, როდესაც სამი სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ფუნქციონირებდა 5 თაღლითური ქოლცენტრი.

ამ ჯგუფს ჰყავდათ ორგანიზატორები, რომლებიც უშუალოდ ეწეოდნენ ადგილებზე ოფისში მენეჯერულ საქმიანობას, ასევე იყვნენ ფიგურები, რომლებსაც გადანაწილებული ჰქონდათ მფარველებთან და სხვადასხვა პირებთან ურთიერთობა და კავშირების დალაგება, ასევე იყვნენ ამ ჯგუფში ის პირები, რომლებიც პროგრამულად უზრუნველყოფდნენ ამ ყველაფრის სათანადოდ ფუნქციონირებას, ასევე მფარველები. მფარველთა ჯგუფიც მიცემულია პასუხისგებაში ისევე, როგორც ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ პირთა უმეტესობა. რაც შეეხება ელისო კილაძეს, მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადასტურდა, რომ ის მის შესაძლებლობებს იყენებდა იმგვარად, როგორც ეს ქოლცენტრების საქმიანობისათვის იქნებოდა საჭირო." - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 8ნეიტრალური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ალიაოპოზიციური„გესმით? ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს 10-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
  5. ფორმულაოპოზიციურიჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
  6. TV პირველიოპოზიციურიელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან
  9. TV პირველიოპოზიციურიამ საქმეს წავიღებთ სტრასბურგში - ელისო კილაძის უფლებადამცველები განაჩენს გაასაჩივრებენ
  10. რუსთავი 2სამთავრობოორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  11. TV პირველიოპოზიციურიელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელისო კილაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები