პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელ ელისო კილაძეს ქოლ-ცენტრების საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კილაძე ბრალს არ აღიარებს და საქმეს მამუკა მდინარაძის შურისძიებად აფასებს.

ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ნეტგაზეთი

„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 17 ნოემბერს გამოიტანა.

ჟურნალისტი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს. მისი საქმე ამავე ბრალდების მქონე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად განიხილებოდა. კილაძე ბრალს არ აღიარებს და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მამუკა მდინარაძის შურისძიებაა.

განაჩენის გამოცხადებამდე პროცესი მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა. როგორც ჟურნალისტის ახლობლები ამბობენ, სხდომების დახურვით, ელისო კილაძეს არათუ კომუნიკაცია, თავის მართლებაც კი აუკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ადვოკატი ნათია კორკოტაძე ამბობს, ყოველი სხდომის დაწყებისთანავე, ბრალდებული ელისო კილაძე და ადვოკატები აყენებდნენ სხდომის გახსნის შესახებ შუამდგომლობას. თუმცა პროკურატურისა და სასამართლოს პასუხი მათ მოთხოვნაზე უცვლელი რჩებოდა — „საქმის მასალები შეიცავს ინფორმაციას ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან დაკავშირებით“, ასევე, არსებობს „მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე“, მათ შორის, სასამართლოში დაკითხვის წინ. გარდა ამისა, ამავე საბაბით, ელისო კილაძეს დაკავებიდან შეზღუდული ჰქონდა სატელეფონო ზარების განხორციელების, მიმოწერისა და შეხვედრების უფლება.

მხოლოდ განაჩენის მოსმენა გახადა სასამართლომ საჯარო. მოსამართლის სათათბიროდ გასვლამდე ბრალდებულმა ჟურნალისტმა საბოლოო სიტყვაც საზოგადოებისთვის დახურულ კარს მიღმა თქვა.

პოსტი Facebook-ზე
ნახვა Facebook-ზე

ელისო კილაძის საბოლოო სიტყვა, რის თქმასაც ის სასამართლოში აპირებდა და წინასწარ ჰქონდა მომზადებული, მედიას მისმა ადვოკატმა მიაწოდა.

ელისო კილაძის თქმით, მის წინააღმდეგ ეს სისხლის სამართლის საქმე, არა ქოლ-ცენტრების საქმე, არამედ მიზანმიმართული ოპერაციაა მისი რეპუტაციის და მის მიერ დაარსებული „ქრონიკა პლუსის“ გასანადგურებლად. ამაში ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი მამუკა მდინარაძეს და ახსენა მდინარაძის მეგობარი გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძეც.

ელისო კილაძესთან ერთად ამავე საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ, [თუმცა მათი საქმე ცალკე წარმოებად განიხილება]: ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს.

ბრალდებულებმა, გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ, პროკურატურის განცხადებით, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. სასამართლომ ისინი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (მე-4 ნაწილი) და 194-ე (მე-3 ნაწილი) მუხლები, რომლითაც სახელმწიფო ელისო კილაძეს და ქოლ-ცენტრების საქმეში სხვა ბრალდებულებს ედავება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას – ფულის გათეთრებას გულისხმობს. სასჯელის სახედ და ზომად ამ მუხლებით ბრალდება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელისო კილაძე - დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო საპროცესო გარიგებით, ან სხვების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე - ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი მამუკა მდინარაძეა, მას მხარს უმაგრებს სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები