„გესმით? ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს 10-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ქოლცენტრების საქმეზე მთავარი ფიგურანტები გაათავისუფლეს, ხოლო ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა პოლიტიკური მოტივით მიუსაჯეს.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ელისო კილაძისთვის 10-წლიანი სასჯელის გამოცხადებას ეხმაურება:
„ელისო კილაძეს მიუსაჯეს 10 წელი.
წარმოიდგინეთ, პროკურატურამ დააკავა 4 ადამიანი, რომლებმაც თქვეს რომ მართავდნენ მსხვილ ქოლცენტრებს, ათეთრებდნენ მილიონებს და პიარში მათ ეხმარებოდა ელისო კილაძე.
ყველა გაუშვეს და მიუსაჯეს ელისოს.
გესმით? ანუ ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს პატიმრობის სანაცვლოდ.
სულ რომ დავიჯეროთ პროკურატურის ვერსია, ამ საპროცესოს რა ჰქვია? მთავარია მოვიშოროთ პოლიტიკური მტერი და თავის ტკივილი, თორემ ქოლცენტრები რომ იყო პრობლემა არაა? თუ ისედაც იცოდნენ.
აჰ, მთავარი, ქოლცენტრების ბოსები ამბობენ, ელისო პროცესებში ჩართული არ იყოო. ესეც რომ ვიცოდეთ.
რა თქმა უნდა ელისო კილაძე პოლიტიკური პატიმარია. ყველა რომ დაეჭირათ ამ სამართლებრივ შეფასებაზე დავა რელევანტური იქნებოდა, მაგრამ როცა მთავარ ფიგურანტებს უშვებ და პიარს უსჯი, ესე იგი მიზეზი მხოლოდ მისი მოშორებაა.
ელისო გადაწყვეტილებას მხნედ შეხვდა! მაგრამ ამდენს აშკარად არ ელოდა! 10 წელი?
გამოცხადების დროს სხდომა გახსნეს.
დარბაზი სავსე იყო“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
ელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
ელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი
ელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…