პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელისო კილაძე ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს; მას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან.

ელისო კილაძე ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
TV პირველი

ელისო კილაძე განაჩენს ელოდება - "ქრონიკა პლიუისის" დამფუძნებელის საქმის განიხლვა დასრულებულია. სასამართლო გადაწყვტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

წინასწარი ინფორმაციით, პროცესი არ დაიხურება.

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე - ელისო კილაძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას ედავებიან.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურორი ამბობს, რომ ელისო კილაძის წინააღმდეგ დღეს ჩვენება "მნიშვნელოვანმა მოწმემ" მისცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები