ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ჟურნალისტი ელისო კილაძე თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურა, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და ჟურნალისტი ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო.
„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2023 წლებში, თბილისში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში უშუალოდ იყო ჩართული და უკანონო შემოსავლიდან მატერიალურ სარგებელს იღებდა ელისო კილაძე, რომელიც ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების, ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტული დანაშაულებრივი დაჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგოდ განახორციელეს დაუფლებული კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია. მიღებული შემოსავალი განათავსეს უკანონო საქმიანობაში ჩართული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და მოხმარდა დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ასევე მიმართეს ქონებების შესაძენად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი წარმომავლობის აქტივები - ორი ავტომანქანა და 30 000 აშშ დოლარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიაელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
ელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
„გესმით? ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს 10-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
ელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი
ელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ
პროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან
ბრალდების მხარემ მიმდინარე პროცესებისას გამოიკვლია მტკიცებულებები, დავკითხეთ მოწმეები, რომლებსაც პირდაპირი და უშუალო შეხება ჰქონდათ დანაშაულებრივი საქმიანობისას მსჯავრდებულ ელისო კილაძესთან - პროკურორი
ამ საქმეს წავიღებთ სტრასბურგში - ელისო კილაძის უფლებადამცველები განაჩენს გაასაჩივრებენ
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…