პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება პროკურატურა.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო, - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2023 წლებში, თბილისში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში უშუალოდ იყო ჩართული და უკანონო შემოსავლიდან მატერიალურ სარგებელს იღებდა ელისო კილაძე, რომელიც ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების, ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტული დანაშაულებრივი დაჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

"2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგოდ განახორციელეს დაუფლებული კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია. მიღებული შემოსავალი განათავსეს უკანონო საქმიანობაში ჩართული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და მოხმარდა დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ასევე მიმართეს ქონებების შესაძენად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი წარმომავლობის აქტივები - ორი ავტომანქანა და 30 000 აშშ დოლარი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 8ნეიტრალური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ალიაოპოზიციური„გესმით? ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს 10-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
  5. ფორმულაოპოზიციურიჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
  6. TV პირველიოპოზიციურიელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან
  9. რუსთავი 2სამთავრობობრალდების მხარემ მიმდინარე პროცესებისას გამოიკვლია მტკიცებულებები, დავკითხეთ მოწმეები, რომლებსაც პირდაპირი და უშუალო შეხება ჰქონდათ დანაშაულებრივი საქმიანობისას მსჯავრდებულ ელისო კილაძესთან - პროკურორი
  10. TV პირველიოპოზიციურიამ საქმეს წავიღებთ სტრასბურგში - ელისო კილაძის უფლებადამცველები განაჩენს გაასაჩივრებენ
  11. TV პირველიოპოზიციურიელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ელისო კილაძეს 10- წლიანი პატიმრობა მიესაჯაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები