პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელ ელისო კილაძეს ქოლ-ცენტრების საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაჩენს უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ კილაძის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება ხორციელდება.

ელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი
TV პირველი

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ანგარიშსწორება ხორციელდება, რადგან სწორედ ელისო კილაძე ამხელდა მაღალჩინოსნებს კორუფციულ საქმიანობაში და მათ შორის, ქოლ ცენტრების ნაწილშიც ბრძოლას უცხადებდა.

უფლებადამცველი უსამართლოს უწოდებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ის, რაზედაც მოსამართლემ ისაუბრა, არის დაუშვებელი მტკიცებულება, რომელიც დადასტურებული აქვთ ყველანაირად.

გელბახიანი ამბობს, რომ ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რადგან ელისო კილაძის პატიმრობის შემდეგ, მისი გამომცემლობა შეწყვეტს საქმიანობას.

გაოცებული ვარ შედეგით, ალბათ ჩვენ მოგვიწევს საზოგადოებას დეტალურად გავაცნოთ შემდეგში ამ საქმის ყველა ასპექტი. დიდი ხანია, ვმოღვაწეობ ამ სფეროში, მაგრამ ასეთი უსამართლო განაჩენის შემსწრე არასდროს ვყოფილვარ. ის, რაზედაც მოსამართლემ ისაუბრა, არის დაუშვებელი მტკიცებულება, დადასტურებული გვაქვს ყველანაირად, რომ ის დასაშვები არც მოპოვების წესების მიხედვით, არც დამაგრების წესების მიხედვით დასაშვები არ იყო და მაინც და მაინც იმას დაეყრდნო, რისი უფლებაც არ ჰქონდათ.

190 გვერდიანი დასკვნა გვაქვს წარდგენილი, რომ 66 ადამიანია გათავისუფლებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კილაძის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენებები. ანუ ეს შეღავათები იმ ხალხზე გამოყენებულია და გათვალსიწინებული, რომ ელისო დაესაჯათ. ვფიქრობთ, ელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება, ის არის მებრძოლი ჟურნალისტი, ამხელდა ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს, კორუფციულ საქმიანობაში, მათ შორის, ქოლ ცენტრების ნაწილშიც ბრძოლას უცხადებდა, როგორც წესი, ამ დროს ხელისუფლება იღებს ისეთ ზომებს, რომ გაანეიტრალოს და ციხეში ჩასვას უდანაშაულო ადამიანი. ამ დაპატიმრებით და ამ საქმით მარტო პატიმრობა კი არ არის მთავარი, გაზეთი დაიხურა, ვერ ფუნქციონირებს ეს რედაქცია, რომელიც ელისო კილაძეს ეკუთვნოდა, ანუ, ჟურნალისტურ საქმიანობაში პირდაპირი ჩარევაა. რაც შეეხება მტკიცებულებებს - არ ვიცი მსოფლიოში სად ხდება ეს, რომ მთავარი დამნაშავეები გარეთ იყვნენ და იმათ, ვისაც ჟურნალისტურ მხარდაჭერას ედავებიან, მას მისაჯონ 10 წელი. ამაზე დიდი უსამართლობა არ შეიძლება არსებობდა, - განაცხადა გელბახიანმა.

ქრონიკა +“-ის დამფუძნებელს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.

ჟურნალისტი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს და მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ალიაოპოზიციური„გესმით? ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს 10-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
  5. ფორმულაოპოზიციურიჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები