პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელისო კილაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. მას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან.

ელისო კილაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს
ალია

ელისო კილაძე განაჩენს ელოდება – “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელის საქმის განიხლვა დასრულებულია. სასამართლო გადაწყვტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

წინასწარი ინფორმაციით, პროცესი არ დაიხურება.

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე – ელისო კილაძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას – ფულის გათეთრებას ედავებიან.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას – ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიელისო კილაძე ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები