ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული კილაძე დანაშაულს არ აღიარებს.

ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მანამდე პროცესზე კილაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ეგრეთწოდებული ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…