პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ქონება ჩამოართვა; თავად კილაძე ბრალს არ აღიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურითბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
  3. ალიაოპოზიციურიელისო კილაძეს 10- წლიანი პატიმრობა მიესაჯა
  4. რუსთავი 2სამთავრობოფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ელისო კილაძეს 10- წლიანი პატიმრობა მიესაჯაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები