პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილი

ქართული ოცნება

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინისტერიალზე მინისტრი უნდა იყოს მიწვეული და საქართველო სხვა დონეზე მონაწილეობას არ განიხილავს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველო მხოლოდ ელჩის დონეზე იყო მიწვეული.

მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილი
ნეტგაზეთი

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც მინისტერიალს მართავს, მინისტრი უნდა იყოს მიწვეული და არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში არ განიხილება.

ამის შესახებ მან ბრიუსელში რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გამართული მინისტერიალზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობდაა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია და არავის მისცემენ შესაძლებლობას, რომ ეს შეხვედრები თუ სხვადასხვა ფორმატები სპეკულაციებისთვის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

„საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრა. შესაბამისად, მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ და არც არასდროს შეგვიწყვეტია ჩვენ ეს ევროკავშირთან და როდესაც ევროკავშირის მხარე იქნება მზად, რომ ქართულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებზე შესაბამის დონეზე, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

16 ნოემბერს ბრიუსელში რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალი საწართველოს გარეშე გაიმართა.

შეხვედრაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე მიწვეული იყო ელჩის დონეზე, რადგან ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებული აქვს. ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნის მიუხედავად, თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია და შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული
  2. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული“
  3. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ღირსეულად ვიქნებით მიწვეული - თუკი მინისტერიალი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი
  5. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები