მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული“
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინისტერიალზე მინისტრი უნდა იყოს მიწვეული და სხვა დონეზე მონაწილეობა არ განიხილება, რათა ფორმატები სპეკულაციების ინსტრუმენტად არ იქცეს.

საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია, შესაბამისად არც არავის მივცემთ შესაძლებლობას გამოიყენოს შეხვედრები და ფორმატები იმისათვის, რომ ეს გახდეს სპეკულაციების ინსტრუმენტი სპეკულაციებისთვის.
მინისტერიალი თუკი იმართება უნდა იყოს მიწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება.“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…