პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვარლამ ლიპარტელიანი სააკაშვილზე: პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ შეიძლება პატივს არ სცემდე შენს სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებსაც უამრავი სიხარული და ბედნიერების განცდა აქვთ მოტანილი ჩვენი ქვეყნისთვის

ქართული ოცნებასაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებებით სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ.

ვარლამ ლიპარტელიანი სააკაშვილზე: პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ შეიძლება პატივს არ სცემდე შენს სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებსაც უამრავი სიხარული და ბედნიერების განცდა აქვთ მოტანილი ჩვენი ქვეყნისთვის
იმედინიუსი

ვფიქრობ, რომ ვერცერთ ფეხბურთელს და ვერცერთ სპორტსმენს ვერაფერს დააკლებენ ამ განცხადებებით, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს.

ლიპარტელიანის თქმით, მათი მხრიდან სპორტსმენების კრიტიკა პირველი არ არის.

„პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ შეიძლება პატივს არ სცემდე შენს სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებსაც უამრავი სიხარული და ბედნიერების განცდა აქვთ მოტანილი ჩვენი ქვეყნისთვის.

მათი მხრიდან პირველი არ არის ეს. ხშირად გვესმის კრიტიკა ჩვენი ფეხბურთელების მისამართით. ზოგადად სპორტის მიმართ, სპორტსმენების მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს აზიანებენ ეს ადამიანები. აზიანებენ თავიანთ იმიჯს. ვფიქრობ, რომ ვერცერთ ფეხბურთელს და ვერცერთ სპორტსმენს ვერაფერს დააკლებენ ამ განცხადებებით“, - აღნიშნა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილს ქრთამი ელანდება ყველგან - ყველაფერი სძულთ და ეზიზღებათ, რაც ქართულია, მათ შორის ქართული სპორტიც და ქართული ფეხბურთიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები