პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის ყველა ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, თუ ქვეყანა შესაბამის და ღირსეულ დონეზე იქნება მიწვეული.

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული
პირველი არხი

საქართველოს პოზიცია არის ძალიან მარტივი. ჩვენ ევროინტეგრაციას არ ვუყურებთ როგორც ინსტრუმენტს სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად არც არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს ეს შეხვედრები თუ სხვადასხვა ფორმატები იმისათვის, რომ ეს გახდეს ინსტრუმენტი სპეკულაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე გააკეთა კომენტარი 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე. მისი თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისა და სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას სათანადო დონეზე იწვევდნენ.

„სწორედ ამის პასუხია ის, რომ საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრა. შესაბამისად, მინისტერიალი, თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ და არც არასდროს შეგვიწყვეტია ჩვენ ეს ევროკავშირთან და როდესაც ევროკავშირის მხარე იქნება მზად, რომ ქართულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებზე შესაბამის დონეზე, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული
  2. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული“
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ღირსეულად ვიქნებით მიწვეული - თუკი მინისტერიალი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი
  4. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიმინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგარეო საქმეთა სამინისტრო: „16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები