ელჩის მზაობის მიუხედავად, თბილისი აცხადებს, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალს არ დაესწრება
საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ შესაბამის დონეზე მოწვევის არარსებობის გამო ქვეყანა ბრიუსელში დაკავშირებადობის მინისტერიალს არ დაესწრება. მანამდე კი ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ მიწვეული იყო და დასწრებას აპირებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.
„ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, — აცხადებს საგარეო უწყება.
თუმცა გუშინ, 15 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი იმყოფებოდა გაფართოების ფორუმის (სადაც საქართველო ასევე არაა მაღალ დონეზე მიწვეული) გახსნის ღონისძიებაზე, სადაც „პუბლიკამ“ ჰკითხა, იქნებოდა თუ არა 16 ნოემბერს დაკავშირებადობის მინისტერიალზე წარმოდგენილი, რაზეც ელჩმა უპასუხა:
„იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, — თქვა მახარობლიშვილმა.
5 ნოემბერს, დაკავშირებადობის მინისტერიალის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული რამე ღონისძიებაზე, „რა თქმა უნდა, იქ ჩვენ არ მივალთ“.
დღეს, 16 ნოემბერს, ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ მეორე შეხვედრაში, რომელსაც ასევე დაესწრებიან სამხრეთ კავკასიის (საქართველოს გამოკლებით), ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრები.
პარალელურად იმართება გაფართოების მეორე ფორუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კვლავ არ არის მიწვეული მაღალ დონეზე. საქართველოდან სპიკერებს შორის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაა.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაგარეო უწყება: 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს - საგარეო უწყება
საგარეო უწყება – ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართვველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს
საგარეო: ბრიუსელში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო: „16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…