თამო კეშელავა: 28 ოჯახს გავიყვან მხოლოდ ამ დანგრეული სახლიდან და დანარჩენ 62 ოჯახს ვტოვებ და "შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონო" – კალაძემ. ზუსტად ასე თქვა
თამო კეშელავა: ანუ, 62 ოჯახი, სულ რომ მართლაც არ იყოს საფრთხე, სანამ მაშველები მუშაობენ და როდის რა წამოვა ამ მუშაობისას, ზუსტად არავინ იცის, მღებრიშვილიც ვერ ამბობს, რად უნდა გიღირდეს, თუნდაც ამეღამ დატოვო იმ ნახევრადდანგრეულ კორპუსში, თუნდაც, ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო, როცა იციან, მათგან რამდენიმე მეტრში 6 ადამიანია ნანგრევებში ჩარჩენილი. იმ 28 ოჯახში 140–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობსო, ანუ ოჯახში 5–6 წევრი ცხოვრობს საშუალოდ. ახლა გადათვალეთ, ამეღამ რამდენმა ადამიანმა ვერ უნდა დაიძინოს იმ 62 ოჯახში.

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
28 ოჯახს გავიყვან მხოლოდ ამ დანგრეული სახლიდან და დანარჩენ 62 ოჯახს ვტოვებ და "შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონო" – კალაძემ. ზუსტად ასე თქვა.
მღებრიშვილი ამბობს, ხელახალი ჩამონგრების საფრთხე არსებობსო. კალაძემ – არაო, არაა საფრთხეო, აგერ დოკუმენტი მაქვსო.
ანუ, 62 ოჯახი, სულ რომ მართლაც არ იყოს საფრთხე, სანამ მაშველები მუშაობენ და როდის რა წამოვა ამ მუშაობისას, ზუსტად არავინ იცის, მღებრიშვილიც ვერ ამბობს, რად უნდა გიღირდეს, თუნდაც ამეღამ დატოვო იმ ნახევრადდანგრეულ კორპუსში, თუნდაც, ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო, როცა იციან, მათგან რამდენიმე მეტრში 6 ადამიანია ნანგრევებში ჩარჩენილი.
იმ 28 ოჯახში 140–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობსო, ანუ ოჯახში 5–6 წევრი ცხოვრობს საშუალოდ.
ახლა გადათვალეთ, ამეღამ რამდენმა ადამიანმა ვერ უნდა დაიძინოს იმ 62 ოჯახში.
ამ დრომდეც კი არავინ იცის, რამდენი ადამიანია ჩართული სამაშველო პროცესში, მათგან რამდენია გამოცდილი მაშველი, ასვენებენ, თუ არა ჯგუფებს და რა პერიოდულობით.
კი დამცხეს წინა პოსტზე ქოცებმა, შენ რა იციო, რომ დანგრევის საფრთხეაო და ფრთხილი სამუშაოო, მაგრამ აჰა და მღებრიშვილმა ბრძანა: "ვითარებას ართულებს ის, რომ ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩახერგილია ნაშალი მასალა, ისევ გამოწვევად რჩება საფრთხე ხელახალი ნგრევის..."
8 საათის მერე გოგონა ამოიყვანეს ნანგრევებიდან და ცოცხალია, – ეს კიდევ ერთი და დიდი დასტურია იმისა, რომ ყველა წამი მნიშვნელოვანია და 100 ხელს რომ 200 გამოცდილი ხელი სჯობს ასეთ დროს, ეგაც რამე ასტრალიდანაა და გაუგებარი?
როგორც ჩანს, დახმარების თხოვნას არ გეგმავენ და ქართველი მაშველები შეუსვენებლად იმუშავებენ და როგორც იმ ძველ მულტიკშია, მარტო მუშაობენ და რა იციან, როდის იქნება მზად...
შოვში, კი შეიწირეს ორი ადამიანი სამაშველო სამუშაოებისას და ჯგუფებად დაყავით და დაასვენეთ, მით უფრო, დაღამდა და კიდევ უფრო მეტად გართულდება ახლა მუშაობა.
გოგონა ამოიყვანეს, ცოცხალია, კარგადაა.
მაგის მერე დედა–შვილის ცხედრები ამოიტანეს.
11 საათზე რომ დახმარება გვეთხოვა და 12 საათიდან უკვე დამხმარე ძალასაც ემუშავა, გადარჩენოდნენ ეს დედა–შვილი? – ახლა ამ კითხვაზე უკვე პასუხი აღარაა, რადგან არ გვითხოვია დახმარება და ექსპერტიზა კიდევ, რომელი? – სამხილები რომ მოიპარა ბიუროდან და დაალომბარდა, თუ ხორავას საქმეში დანა რომ გააფუჭა, თუ დნმ–ი რომ გააფუჭა 12 წლის მოკლული გოგონას საქმეში?
პ.ს.
იმ 62 ოჯახს რა აჩერებს მაინც იმ კორპუსში, ვერ ვხვდები. ნახევრადჩამონგრეული კი არა, ჩამოუნგრეველი კორპუსებია უკვე საფრთხე და რანაირად სჯერათ ახლა კალაძის იმ ერთი ფურცლის? ეგრე მაგას ფურცელზე მეტროს მატარებლების ფასებიც 41 მილიონით მეტი ეწერა და მე არ დამიწერია, რა ჩემი საქმეაო, ეგრე, ფურცელზე, ვაკის პარკიც გახსნილი იყო და დენს არ უნდა დაერტყა ბავშვისთვის.
მართლა თუ ვიცოდე, რა ძალა გვიფარავს ეგრე, მაგრამ იმედია, არც ამეღამ მიგვატოვებს...
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…