მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ღირსეულად ვიქნებით მიწვეული - თუკი მინისტერიალი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის ღონისძიებებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ქვეყანა შესაბამის დონეზე იქნება მიწვეული და მინისტერიალზე მოწვეული იქნება მინისტრი.

საქართველოს პოზიცია არის ძალიან მარტივი. ჩვენ ევროინტეგრაციას არ ვუყურებთ, როგორც ინსტრუმენტს სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად არც არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს ეს შეხვედრები თუ სხვადასხვა ფორმატები იმისათვის, რომ ეს გახდეს ინსტრუმენტი სპეკულაციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა, გააკეთა კომენტარი ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე.
მისი თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისა და სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას სათანადო დონეზე იწვევდნენ.
„სწორედ ამის პასუხია ის, რომ საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრა. შესაბამისად, მინისტერიალი, თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ და არც არასდროს შეგვიწყვეტია ჩვენ ეს ევროკავშირთან და როდესაც ევროკავშირის მხარე იქნება მზად, რომ ქართულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებზე შესაბამის დონეზე, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული
მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო ყველა ღონისძიებასა და დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მოწვეული“
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული
მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…