პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - თბილისი ევროკავშირისგან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას ითხოვს

საგარეო საქმეთა სამინისტრორუსთავი 2ნაციონალური მოძრაობა

საქართველო ბრიუსელში დაკავშირებადობის შეხვედრას არ დაესწრო, რადგან საგარეო უწყების თქმით, ქვეყანა მაღალი წარმომადგენლობით არ მიიწვიეს. თბილისი ევროკავშირისგან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას მოითხოვს.

ბრიუსელმა დაკავშირებადობის საკითხებზე სასაუბროდ საქართველო ბრიუსელში მაღალი წარმომადგენლობით არ მიიწვია. უსამართლო დამოკიდებულებას თბილისმა პასუხი მყისიერად გასცა - ქვეყანა მინისტერიალებში მინისტრების დონეზე მიიღებს მონაწილეობას, ან საერთოდ არ ჩავა. თბილისის გარეშე კი, როგორც დაკავშირებადობის, ისე შუა დერეფნის განხილვა შეუძლებელია, რადგან საქართველო ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის ხიდის როლის შესრულება შეუძლია.

რატომ არ მოქმედებს ევროკავშირი ევროპის ინტერესების შესაბამისად? მარტა კოსის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით ორაზროვანია. ბრიუსელში ევროკომისარმა დღეს ვერ უარყო თბილისის სტრატეგიული როლი დაკავშირებადობის პროექტში. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთან დიალოგი აუცილებელია. თუმცა, "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ, ევროპელმა მაღალჩინოსანმა არ დაასაბუთა, რატომ არ იწვევენ თბილისს ბრიუსელში მაღალი დონის წარმომადგენლობით.

თუ მაღალ დონეზე მოწვევა არ იქნება, მაშინ არც ვიზიტი შედგება - ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. დიპლომატიურმა უწყებამ "რუსთავი 2-ის" კითხვაზე პასუხად მოგვწერა, რომ თბილისი ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული რჩება და მზად არის, შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. მკაფიო გზავნილი მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააჟღერა და ის უკვე ბრიუსელსაც გადაეცა.

ღია და გამჭვირვალე დიალოგისთვის მზადყოფნას თბილისი უკვე დიდი ხანია გამოთქვამს. საქართველოს მოთხოვნა კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენის პროცესში ერთადერთია - ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობა. ამ ყველაფრის ფონზე კი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ქართული ოპოზიცია საქართველოს აკისრებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ იმ ღია კარზე საუბრობენ, რომლის რეალურობაშიც ეჭვი უკვე არაერთ სახელმწიფოს შეაქვს.

თბილისი ბრიუსელთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზად არის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაშიც აცხადებენ. კანონმდებლების განცხადებით, დროა, მოლაპარაკების მაგიდასთან დიპლომატია დაბრუნდეს, ევროკავშირმა კი ქართველი ხალხის არჩევანსა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს პატივი უნდა სცეს.

შეხვედრები გაფართოებისა და დაკავშირებადობის შესახებ ბრიუსელში დღეს შედგა. საქართველო ღონისძიებაში არასათანადო მოწვევის გამო არ ჩაერთო. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ევროკავშირი, ურთიერთობების შეწყვეტით, კვლავ თვითდაზიანების რეჟიმშია, რისკის ქვეშ კი ამჯერად იმ ისტორიულ პროექტს აყენებს, რასაც ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება ჰქვია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები