იან პრაუდი: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არ გამორიცხავს დასავლეთთან, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას
ბრიტანელი დიპლომატის, იან პრაუდის განცხადებით, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება არ გამორიცხავს თანამშრომლობას დასავლეთთან, ხოლო ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობაში უფრო სამართლიანი პოზიცია უნდა დაიკავოს.

ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არ გამორიცხავს დასავლეთთან, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პტაუდმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში ევროკავშირმა უფრო სამართლიანი პოზიცია დაიკავოს.
„თუ კი ჩვენ გავითვალისწინებთ ღრმა და ყოველისმომცველი თანამშრომლობის ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვნახავთ, რომ სავაჭრო დეფიციტი საქართველოს სასარგებლოდ არ არის. ამავე დროს ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფები არც თუ ისე მომგებიანია. გამომდინარე აქედან აუცილებელია, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ეკონომიკური ურთიერთობებს ევროკავშირმა უფრო სამართლიანი პოზიცია დაიკავოს. ეს უფრო დიდი რისკების მომტანია ვიდრე, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა იან პრაუდმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…