პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო ბრიუსელის მინისტერიალში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ქვეყანას შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, მათ ჩამოსვლის სურვილი არ აქვთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ იწვევენ.

მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს
რუსთავი 2

ბრიუსელში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის, არც დაკავშირებადობის მინისტერიალში. როგორც "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამის მიზეზია ის, რომ ქვეყანას შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია.

უწყების განცხადებით, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. მათივე თქმით, აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, დაკავშირებადობა ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება სურთ, ვინაიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დასამყარებლად სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ამ კავშირების მარშრუტზე გადის.

"კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს.

ჩვენ არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობიდან, რომელსაც ვახორციელებთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ, მათ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩართულობა და თანამშრომლობა, ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ ჩამოსვლის სურვილი არ აქვთ, რადგან მათ უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ", - აცხადებს მარტა კოსი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციურიჩვენ ვცდილობთ (საქართველოს მთავრობასთან) მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოსთან ჩართულობას ვცდილობთ, მაგრამ დაკავშირებადობის ნაწილშიც არსებობს პირობები — კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარტა კოსი საქართველოს მთავრობაზე - ჩვენ მათ ვიწვევთ, მუდმივად ვეუბნები, რომ შეუძლიათ, ჩაერთონ დაკავშირებადობის დღის წესრიგში, მაგრამ ისინი არ მოდიან და მე მადანაშაულებენ, თითქოს არ ვრთავთ პროცესში - კარგი, რა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები