ბერლინში "მემარცხენე პარტია" ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში -"ალტერნატივა გერმანიისთვის" - ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა
გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე ჩატარებული ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა, ხოლო მერცის "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ბერლინში პირველი ადგილი "მემარცხენე პარტიამ" დაიკავა, სადაც ქრისტიან-დემოკრატები მეორე ადგილზე გავიდნენ.

გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნები კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა.
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ხმების 38%-ზე მეტით, პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 35.5%-ით, "სოციალ-დემოკრატები" გავიდნენ.
კანცლერის პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" კი 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა. ფრიდრიხ მერცმა შედეგს "კატასტროფა" უწოდა. ეს პარტიის ისტორიაში, 1945 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი საარჩევნო მაჩვენებელია.
ბერლინში კი, პირველი ადგილი "მემარცხენე პარტიამ" დაიკავა. მათ ხმების თითქმის 26% მიიღეს; "ქრისტიან-დემოკრატები" თითქმის 20% მეორეზე არიან, "ალტერნატივა გერმანიისთვის" მესამე პოზიციას იკავებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.