პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

POLITICO-ს გამოკითხვის თანახმად, ესპანეთი სანჩესის წინააღმდეგ განეწყო

POLITICO-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო პარტიასა“ და პედრო სანჩესის „სოციალისტურ პარტიას“ თანაბარი მხარდაჭერა აქვთ, პრემიერის ყველაზე სუსტ წერტილად კი საბინაო პოლიტიკა რჩება.

POLITICO-ს გამოკითხვის თანახმად, ესპანეთი სანჩესის წინააღმდეგ განეწყო
იმედინიუსი

ესპანეთის მოახლოებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა განწყობას ცხოვრების გაძვირება, საბინაო კრიზისი და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მმართველობის შეფასება განსაზღვრავს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს დაკვეთით ჩატარებულ ახალ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.

კვირას, 29 ნოემბერს გასამართი არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გამარჯვება ცენტრისტულ-მემარჯვენე „სახალხო პარტიას“ (PP) მოუტანოს. ასეთ შემთხვევაში, დასრულდება პედრო სანჩესის რვაწლიანი მმართველობა და ევროკავშირში ბოლო მსხვილი სოციალისტური მთავრობის ეპოქა.

ბოლო გამოკითხვები უკიდურესად დაძაბულ ბრძოლას პროგნოზირებს: „სახალხო პარტიასა“ და სანჩესის „სოციალისტურ პარტიას“ თითქმის თანაბარი - 30%-მდე მხარდაჭერა აქვთ, ხოლო მესამე ადგილს, დაახლოებით 18%-ით, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ (Vox) იკავებს.

პრემიერ-მინისტრის პოზიციები ჯერ კიდევ ზაფხულში შეირყა სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისისა და მისი ოჯახის წევრების გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალების გამო.

თუმცა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილება მან ოქტომბრის დასაწყისში, ბინების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

კვლევითი ორგანიზაცია PF Global-ის მიერ გასულ კვირას POLITICO-სთვის ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს, რომ საბინაო პოლიტიკა სანჩესის მთავრობის ყველაზე სუსტ წერტილად რჩება.

რესპონდენტებმა პრემიერ-მინისტრის მთავარ წარუმატებლობათა სიაში სწორედ ეს საკითხი დაასახელეს პირველ ადგილზე, რამაც ოდნავ გაუსწრო მიგრაციასა და სეუტის კრიზისს.

კვლევამ ასევე გამოკვეთა მკვეთრი განსხვავება ამომრჩეველთა პრიორიტეტებს შორის: მაშინ, როცა „სახალხო პარტიისა“ და „ვოქსის“ მხარდამჭერები სანჩესის მთავარ ჩავარდნად მიგრაციას მიიჩნევენ, თავად პრემიერის საარჩევნო ბაზა ყველაზე მეტად საბინაო პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

კერძოდ, „სოციალისტური პარტიის“ პოტენციური ამომრჩევლების დაახლოებით 40% და მემარცხენე ალიანს „ფართო ფრონტის“ (Frente Amplio) მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სანჩესმა საბინაო კრიზისთან გამკლავება ვერ შეძლო.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პედრო სანჩესი: ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებში მიღწეული შედეგების შემდეგ, ესპანეთმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ულტრამემარჯვენე ძალების დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები