politico: პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო
გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, AfD სავარაუდოდ ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას მეორე ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამო. არჩევნების შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და მისი პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის", რომლებმაც მხოლოდ 5.5% მიიღეს. მერცმა შედეგი კატასტროფად შეაფასა, თუმცა უარყო თანამდებობის დატოვება.

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა- ამის შესახებ გამოცემა "პოლიტიკო" წერს.
მიუხედავად ამისა, AfD სავარაუდოდ ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, რადგან მეორე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD, 35.5%) კოალიციის შესაქმნელად და მემარჯვენეების ხელისუფლებაში არდაშვებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ექნება.
არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და მისი პარტიისთვის, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU). მათ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ხმების მხოლოდ 5.5% მიიღეს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია და მერცის პოლიტიკურ გადარჩენას საფრთხეს უქმნის.
სტატიის თანახმად, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა კანცლერმა, აღიარა, რომ რეგიონული არჩევნები "კატასტროფა" იყო, რადგან ეგზიტპოლების თანახმად, მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ორი კვირის განმავლობაში მეორე გამარჯვებისკენ მიიწევს. მან უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს და განაცხადა, რომ თავისი რეფორმების დღის წესრიგს კანცლერის პოსტზე "სიმტკიცით, შეუპოვრობითა და თმენით" გაატარებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიPolitico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია
- რადიო თავისუფლებაკანცლერი მერცი გადადგომას არ აპირებს არჩევნებში თავისი პარტიის „კატასტროფის“ მიუხედავად
- რუსთავი 2ბერლინში "მემარცხენე პარტია" ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში -"ალტერნატივა გერმანიისთვის" - ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა
- რუსთავი 2"შედეგს ვერ შევალამაზებთ, ეს კატასტროფაა" - ფრიდრიხ მერცი არჩევნებზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…