პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის გაწერის საკითხი დღეს დაგეგმილი კვლევების შედეგად გადაწყდება - ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობას გაწერის შემდეგაც გააგრძელებენ

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ორი ბავშვის საავადმყოფოდან გაწერის საკითხი დღეს გადაწყდება, ხოლო დაშავებული 31 წლის პაციენტი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის გაწერის საკითხი დღეს დაგეგმილი კვლევების შედეგად გადაწყდება - ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობას გაწერის შემდეგაც გააგრძელებენ
ინტერპრესნიუსი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ბავშვების, 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერის საკითხი დღეს გადაწყდება – ამის შესახებ მედიას ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, 3 წლის გოგონასთან მუშაობას ფსიქოლოგები აგრძელებენ.

„ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი.

3 წლის და 9 თვის გოგონა იმთავითვე შენარჩუნებული მეხსიერებით გახლდათ, საჯაროდ არ არის იმის ახსნა საჭირო, რას იხსენებს და როგორ იხსენებს, ეს უკვე ფსიქოლოგების საქმეა, რომლებმაც ორივე ბავშვთან მუშაობა დაიწყეს. ბუნებრივია, გააგრძელებენ გაწერის შემდეგაც,“ - აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.

რაც შეეხება აფეთქების დროს დაშავებულ 31 წლის პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

„დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, მკურნალობას განაგრძობს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,“ - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი
  2. პირველი არხისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კვლევების შემდეგ გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი
  3. ალიაოპოზიციურიროგორია ფონიჭალაში დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
  4. TV პირველიოპოზიციურიფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილ ბავშვებს კლინიკიდან დღეს გაწერენ - 31 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
  5. იმედინიუსისამთავრობოინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორი ფონიჭალის ტრაგედიის დროს დაშავებულებზე: ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები