კანცლერი მერცი გადადგომას არ აპირებს არჩევნებში თავისი პარტიის „კატასტროფის“ მიუხედავად
გერმანიის კანცლერმა და „ქრისტიან--დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცმა ადგილობრივ არჩევნებში პარტიის მარცხი კატასტროფად შეაფასა, თუმცა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. მექლენბურგ-წინა პომერანიის მიწის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ხოლო პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა. მერცმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც ავტორიტარიზმის საწამლავის წინააღმდეგ არის მიმართული. ოპოზიციისა და სხვა პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნების შედეგები და რეგიონული ტენდენციები შეაფასეს.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცმა „კატასტროფა“ უწოდა ადგილობრივ არჩევნებში თავისი პარტიის მარცხს, თუმცა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტის(ლანდტაგი) არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ქრისტიან-დემოკრატებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
„ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ხმების 4,9% მიიღო. 1945 წელს დაფუძნებული პარტია პირველად დარჩა ადგილობრივ პარლამენტს მიღმა.
გერმანიის ამ რეგიონში 20 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“(38,2%), ხოლო მეორეზე - „სოციალ-დემოკრატიული პარტია"(35,5%).
რეფორმები „ავტორიტარიზმის საწამლავის“ წინააღმდეგარჩევნების წინასწარი შედეგების გარკვევისა და ქრისტიან-დემოკრატების უპრეცედენტო მარცხის შემდეგ კანცლერმა მერცმა პრესკონფერენცია გამართა ბერლინში, პარტიის მთავარ ოფისში.
მერცმა აღიარა, რომ არჩევნების შედეგები მისი პარტიისთვის კატასტროფაა. მიუხედავად ამისა, ფრიდრიხ მერცი არ აპირებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის„ თავმჯდომარისა და კანცლერის თანამდებობებიდან წასვლას. მისი განცხადებით, გააგრძელებს რეფორმებს და ეს რეფორმები არის „საშუალება ავტორიტარიზმის საწამლავის“ წინააღმდეგ.
მერცმა რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები დაადანაშაულა გერმანიის ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირებაში და თქვა, რომ მზად არის ახალი ცვლილებებისთვის.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ტინო ხრუპალამ DW-ს განუცხადა, რომ „ქვეყანა იმსახურებს" კანცლერ ფრიდრიხ მერცის გადადგომას.
მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტის არჩევნების შედეგად მეორე ადგილზე გასული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი მანუელა შვეზინგი, რომელიც გერმანიის ამ რეგიონის მთავრობას ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებას მიაღწია უკრაინის სამხედრო-ფინანსური დახმარებისა და რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტის კრიტიკით.
ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების თითქმის 44%-ით გაიმარჯვა საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პარლამენტის არჩევნებშიც, რომელიც 6 სექტემბერს ჩატარდა.
ქრისტიან-დემოკრატები 17%-ით მეორე ადგილზე გავიდნენ.
ქრისტიან-დემოკრატებმა ვერც ბერლინში გაიმარჯვეს20 სექტემბერს ჩატარდა ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებიც.
წინასწარი ოფიცილური შედეგებით, ხმების 25%-ზე მეტით პირველ ადგილზე გავიდა „მემარცხენე პარტია".
კანცლერ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" მეორე ადგილზეა ხმების 18%-ზე მეტით.
მესამე „ალტერნატივა გერმანიისთვისაა“ 16%-ით.
ბერლინის დეპუტატთა პალატის მანდატები მოიპოვეს „მწვანეებმა" და სოციალ-დემოკრატებმაც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.