"შედეგს ვერ შევალამაზებთ, ეს კატასტროფაა" - ფრიდრიხ მერცი არჩევნებზე
გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე ჩატარებულ არჩევნებში კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" ისტორიული მარცხით დასრულდა. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პარტიამ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა. ფრიდრიხ მერცმა შედეგს კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ურთიერთობები იძაბება, ხოლო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება.

გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნები კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა.
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ხმების 38%-ზე მეტით, პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 35.5%-ით, "სოციალ-დემოკრატები" გავიდნენ.
კანცლერის პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" კი 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა. ფრიდრიხ მერცმა შედეგს "კატასტროფა" უწოდა. ეს პარტიის ისტორიაში, 1945 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი საარჩევნო მაჩვენებელია.
ბერლინში კი, პირველი ადგილი "მემარცხენე პარტიამ" დაიკავა. მათ ხმების თითქმის 26% მიიღეს; "ქრისტიან-დემოკრატები" თითქმის 20% მეორეზე არიან, "ალტერნატივა გერმანიისთვის" მესამე პოზიციას იკავებს.
"შედეგს ვერ შევალამაზებთ, ეს კატასტროფაა. "ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა" ბოლომდე იბრძოლა. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს, რომლის მართვის სისტემაც ზედმეტად რთული გახდა, ეკონომიკა ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის. საზოგადოებაში ურთიერთობები სულ უფრო დაძაბული ხდება და ბოლოს, მცირდება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რადგან მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალური პარტიები მათ მიზანმიმართულად უთხრიან ძირს", - განაცხადა მერცმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიPolitico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია
- რუსთავი 2politico: პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო
- რადიო თავისუფლებაკანცლერი მერცი გადადგომას არ აპირებს არჩევნებში თავისი პარტიის „კატასტროფის“ მიუხედავად
- რუსთავი 2ბერლინში "მემარცხენე პარტია" ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში -"ალტერნატივა გერმანიისთვის" - ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა
ციტატები სტატიიდან
„ბოლომდე იბრძოლა. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს, რომლის მართვის სისტემაც ზედმეტად რთული გახდა, ეკონომიკა ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის. საზოგადოებაში ურთიერთობები სულ უფრო დაძაბული ხდება და ბოლოს, მცირდება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რადგან მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალური პარტიები მათ მიზანმიმართულად უთხრიან ძირს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…