ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მერცის რეიტინგმა გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის გაერთიანების კვლევების ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის რეიტინგმა რეგიონული საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის გაერთიანების კვლევების ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 10% აფასებს. პარტიულ რეიტინგებში 27%-ით პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერობს.

მერცის რეიტინგმა გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის გაერთიანების კვლევების ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
მერცის რეიტინგმა გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის გაერთიანების კვლევების ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწიარუსთავი 2

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის რეიტინგმა გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის გაერთიანების კვლევების ისტორიაში, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 10% აფასებს, 88% კი, უკმაყოფილებას გამოხატავს.

კანცლერის ინდივიდუალური რეიტინგის ვარდნის პარალელურად, ბოლო 5 წლის მინიმუმზეა მისი პოლიტიკური გაერთიანების შეფასებაც, რომლის რეიტინგიც 20%-ს შეადგენს.

გამოკითხვის თანახმად, პარტიულ რეიტინგებში 27%-ით კვლავ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერობს.

სოციოლოგიური კვლევა, რომლის ცდომილების ზღვარი 2-დან 3 პროცენტამდეა, 28-30 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.